სამაგისტრო პროგრამა საჯარო მმართველობის (Master of Public Administration) შესახებ
- საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პირველი სამაგისტრო პროგრამა საქართველოში;
- ინგლისურენოვანი, ინტერდისციპლინური;
- ლექციებს კითხულობენ გერმანელი და ქართველი ლექტორები და პრაქტიკოსები;
- ორკვირიანი საზაფხულო სკოლა შპაიერში და ორთვიანი პრაქტიკა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში (დაფინანსებული პროგრამის მხრიდან);
განაცხადი შეგიძლიათ წარმოადგინოთ მხოლოდ ელექტრონულად.
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები - თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.
ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა დოკუმენტაციის მიღება (რეგისტრაცია)- 22 - 29 აგვისტო;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება)- 3 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 6 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 6-7 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 8 სექტემბერი (13:00 საათი);
ვ) გასაუბრება (ინგლისურ ენაზე) – 11 სექტემბერი;
ზ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 17-18 სექტემბერი;
თ)საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისთვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 19 სექტემბერი.
2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოკუმენტაციის მიღება მოხდება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: https://uni-can.tsu.ge/login?returnUrl=%2F (მისამართი გააქტიურდება 22 აგვისტოს)
თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი(თსუ-ს კურსდამთავრებულისთვის- უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2025 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
გ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო (IELTS, TOEFL) სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
დ)წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი)
ე)უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ვ)ფოტოსურათი (3X4) – 2 ცალი;
ზ) სხვა დოკუმენტი: რეზიუმე/CV ინგლისურ ენაზე; საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები.
თსუ II კორპუსი, 120-ე ოთახი [თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.№3];
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.